მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ქმედებები ქმნიან დაძაბულობის ზრდის საშიშროებას: სრ სს სამინისტრო

სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანნა ნაღდალიანამ განცხადება  გაავრცელა აზერბაიჯანის მხრივ  საზავო რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

 „27  და 28 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სრ სახელმწიფო საზღვრის  ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში სნაიპერების მიონაწილეობით განახორციელეს პროვოკაციული ქმედებები, რომლის შედეგადაც დაიღუპა სრ შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი  არმან ბულღადარიანი და დაიჭრა კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე.

აზერბაიჯანის მხრივ  წინასწარგანზრახული პროვოკაციული დარღვევები ეწინააღმდეგებიან ზავის რეჟიმის დაცვისა და განმტკიცების შესახებ აღებულ  ვალდებულებებს, რომლებიც კიდევ ერთხელ იქნა განხილული  ორი ქვეყნის  ხელმძღვანელების დონეზე ამა წლის 29 მაისში ჩატარებულ ვენის ასამბლეაზე.

ისინი იგნორირებენ, აგრეთვე, ამა წლის  20 ივნისს ვაშინგტონში ჩატარებული შეხვედრის ფარგლებში მინსკის ჯგუფის  თანათავმჯდომარეების მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც  მხარეებს მოუწოდეს მკაცრად დაიცვან ზავის რეჟიმი და შეხების ზოლში არ გამოიყენონ სნაიპერები პროვოკაციისაგან  თავის არიდების მიზნით. ჩვენ მკაცრად  ვგმობთ მოწინააღმდეგის ამ ქმედებას, რამაც გამოიწვია სიკვდილიანობა, რომელსაც  თან ახლავს ნდობის დაკარგვა აზერბაიჯანის მხარის მიმართ.  ეს ქმედებები ქმნიან დაძაბულობას და მაზე პასუხი უნდა აგოს აზერბაიჯანმა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button