ეკონომიკა

მუშაობა დაიწყო „სევანის სტარტაფ-სამიტ 2019“-მა

28 ივლისს სევანის პლიაჟზე  მუშაობა  დაიწყო  ბიზნეს-ფორუმმა კარვებში – „სევან სტარტაპ-სამიტ 2019“-მა, რომელიც გაგრძელდება 4 აგვისტომდე.

 „ამ  ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიღებული იქნა დაახლოებით 1000 სტარტაფის, 200-მდე პროგრამისტის  და 1200 ორგანიზაციის განაცხადი.  სამიტზე მონაწილეობისათვის მოწვევა მიიღო მთელს მსოფლიოში დაახლოებით 100 სტარტაფმა.

როგორც აღნიშნა „სისაიდ სტარტაფ სამიტის“ დირექტორმა  ვაჰაგნ რაფიანმა „სამიტი გახდა არა მარტო სომხური, არამედ საერთაშორისო, სტარტაფ ეკოსისტემის  უზრუნველმყოფი ღონისძიება. ვცდილობთ ყოველწლიურად უფრო გავლენიანი ინვენსტიციური ფონდები და წარმატებული ბიზნესმენები შემოვიერთოთ.   წელს გარდა საკონკურსო ფონდისა გვაქვს გარანტირებული 100,000 აშშ დოლარის ინვენსტიციური ფონდი „ სისაიდ სტარტაფ ჰოლდინგის“ მხრივ“.

სამიტზე, რომელიც პირველად ჩატარდა 2016 წელს, დღემდე მონაწილეობა მიიღო 2000 ბიზნესმენმა და სტარტაფების დამფუძნებელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button