საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს მიმართავს, ისარგებლონ კანონით, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობას მარტივი პროცედურით შეინარჩუნებენ

საქართველოს პირველი არხის უწყებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს, გამოიყენონ კანონი, რომლითაც საშუალება აქვთ, ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ. ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი. განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, ვინც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს! ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში ბმულს აქვეყნებს, სადაც ამის შესახებ არის საუბარი.

ნახეთ მეტი
Back to top button