საერთაშორისო

ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა

ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა. თეთრიწყაროს მერიის ინფორმაციით, სოფელ ჯორჯიაშვილში საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი კომპანია „ჩება“, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავმჯდომარე ვანო გრიგალაშვილმა გახსნეს.

კომპანია „ჩება“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ამოქმედდა, რომელსაც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულებამ, ბენეფიციარის თანამონაწილეობით, 262 640 ლარი შეადგინა, საწარმოში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ახლადგახსნილ საწარმოში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო. შოთა რეხვიაშვილმა, პროექტის განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიახლეები მუნიციპალიტეტებსა და ზოგადად რეგიონში, სოფლის მეურნეობის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, 300-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button