კულტურა
სომხეთის გენოციდის შესახებ ისტორიები წარმოდგენილი იქნება მინეაპოლისის რუსული ხელოვნების მუზეუმში

აშშ – ის მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისის რუსული ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ისტორიები 1915 წლის სომეხთა გენოციდის შესახებ, აუწყებს CBS Minnesota.
სტატიის ავტორის, ჯონ ლორითენსის თანახმად, თვინ სითის რაიონში 1000 სომეხის ისტორიებს წარმოადგენს “მეხსიერების საგანძური და იმედი” სახელწოდებით მუზეუმის გამოფენების განყოფილება.
პროექტის ფოტოგრაფ არტემ ტანოინის სიტყვებით, “ეს ჭრილობები იმდენად ღრმაა, რომ 100 წლის შემდეგაც კი მისი სრულად მოშუშება შეუძლებელია”.
გამოფენა დაიწყება რუსული ხელოვნების მუზეუმში, ხოლო სექტემბერში ისტორიები გაიგზავნება მინესოტას უნივერსიტეტში.