სპორტი

ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან-პრიზე ორი ოქრო მოიგეს

ძიუდოში ზაგრების გრან-პრის დასკვნით გუშინ ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ აცხადებს Sputnik -საქართველო.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

ორივე ქართველმა ფინალურ ორთაბრძოლაში იაპონელი სპორტსმენი დაჯაბნა. ღვინიაშვილმა სუფთა გამარჯვება მოიპოვა სანშირო მურაოზე, ხოლო ზაალიშვილმა ჰისაიოში ჰარასავას მოუგო.

მანამდე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button