საზოგადოება

ყოველდღე ვუმტკიცებთ ივანიშვილს, რომ არ დავნებდებით მანამ, სანამ გახარია არ გადადგება – აქციის 41-ე დღე რუსთაველზე

rustavi2.ge მოძრაობა ”სირცხვილია” დღეს 41-ე აქციას გამართავს. მონაწილეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გავრილოვის სისხლიან ღამეს და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

დღეს საზაფხულო ფორმატის გადაცემაში, ლევან ბერძენიშვილი და ორგანიზატორები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებენ.

„რასაც ვუყურებთ არის ჩვეულებრივი რეპრესიები და ამას სჭირდება ბევრი ანალიზი, საუბარი. ჩვენი საზაფხულო ფორმატი სწორედ ამიტომ არის შექმნილი. ძალიან რთულია სამთავრობო მედიის, ბოტებითა და ტროლებით მოცულ საინფორმაციო გარემოში ჭეშმარიტების ძიება და ვცდილობთ აქედან ვაპოვნინოთ ადამიანებს ჭეშმარიტება,“-ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ დანებდნენ იმ ზეწოლას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. 

“ჩვენ ყოველდღე ვუმტკიცებთ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ არ დავნებდებით მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება,”-ამბობს რუხაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button