საზოგადოება

შედგა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დამმუშავებელი უწყებთაშორისო კომიტეტის პირველი სხდომა

სომხეთის ეროვნული ინტერესებისა და მიზნების  შემაჯამებელ დოკუმენტში შევა  სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების  ამაღლების შესაძლებლობების შემუშავებისა და გაფართოების ეფექტური გზები და მიდგომები, რაც  საშუალებას მოგვცემს გადახედოთ ჩვენს ქმედებებს საერთაშორისო დონეზე, რეგიონში და ჩვენი ქვეყანის შიგნით. ამის შესახებ განაცხადა  სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დამმუშავებელი კომისიის პირველ სხდომაზე  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა  არმენ გრიგორიანმა. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს სრ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.  „ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ფუნდამენტურია თითოეული სახელმწიფოს მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის. ერთი რამ, რაც გარკვეულია ამ მრავალშრინ პროცესში, არის ის, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, მიზნებითა და პრიორიტეტებით. ჩვენ მზად ვართ ამ  პროცესის წინაშე ვიკისროთ მთელი პასუხისმგებლობა ,  ვუზრუნველვყოთ, რომ დოკუმენტის შედგენის მთელ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებმა, არამედ საზოგადოებამაც“, – აღნიშნა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button