
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილის ტიგრან ავინიანის თავმჯდომარეობით ჩატარდა “(WCIT 2019) საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენცია-2019” -ის ორგანიზაციული სამუშაოების განსახორციელებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომა.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენცია ჩატარდება უმაღლეს დონეზე.
სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრის აპარატის უწყებით, სხდომის მონაწილეებმა განიხილეს კონფერენციის დღის წესრიგთან, წინასწარ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებთან, მომხსენებლების დადასტურებასა და სხვა თემებთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მინისტრების მრგვალი მაგიდა-დისკუსიის ორგანიზების პროცესს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ კონფერენციას დაესწრებიან წამყვანი IT კომპანიები და ამ სფეროში მიმართულების მიმცემი ინდივიდები, მათთვის უნდა შეიქმნას შესაძლებლობები სომხეთში არსებული საინვესტიციების შესაძლებლობების აღმოჩენისა და სომხურ კომპანიებთან მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივების შესასწავლად.