პოლიტიკა

არმენ სარგსიანმა და ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები

არაფორმალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა ევროპისა და ამერიკის საკითხებზე გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულ სახელმწიფო მდივანს ქრისტოფერ პინჩერს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის უწყებით, არმენ სარგსიანმა მიულოცა კრისტოფერ პინჩერს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და რწმენა გამოთქვა, რომ მისი მმართველობის პერიოდში სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება და განმტკიცდება.

კრისტოფერ პინჩერმა სიხარულით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სარგსიანი არის უცხო ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც  შეხვდა თავისი თანამდებობის დაკავების  შემდეგ და აღნიშნა, რომ სომხეთი ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია მისი ქვეყნისთვის. მხარეებმა არაოფიციალურ გარემოში განიხილეს სომხეთი-დიდი ბრიტანეთის ორმხრივი დღის წესრიგი, ასევე რეგიონალურ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები.


ნახეთ მეტი
Back to top button