საზოგადოება

თბილისის მერიის წინ აქციის მონაწილეები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

თბილისის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საბურთალოზე, ალმასიანის ქუჩაზე, მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მერიის წინ შიმშილობას აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროექტი 2011 წელს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში დამტკიცდა. პროექტის მიხედვით, მულტიფუნქციური შენობა უნდა ყოფილიყო 25 სართულიანი, თუმცა ინვესტორმა ვერ შეასრულა პირობა და მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა. მათივე ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში თავიდან დამტკიცდა პროექტი, თუმცა დედაქალაქის მერმა უარი თქვა 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე და 13 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი დაამტკიცა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ დრომდე მათ მშენებლობის ნებართვა არ აქვთ.

„ჩვენ გვინდა შევეხმიანოთ თემურ ბოლოთაშვილს, არქიტექტურის სამსახურის უფროსს, რომელთანაც ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. არ გვაძლევენ დამტკიცებულ პროექტზე მშენებლობის ნებართვას. ჩვენ აქ ვიშიმშილებთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button