ეკონომიკა

კომპანია Siemens-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ერევანში ჩასატარებელ WCIT 2019- ში

ერევანში ოქტომბრის თვეში ჩასატარებელი საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო ფორუმის (WCIT 2019) ორგანიზატორები კვლავ ავრცელებენ მონაწილეთა სახელებს. WCIT 2019-ის განმავლობაში სიტყვით გამოსულთაგან ერთ-ერთი იქნება კომპანია Siemens-ის სტაბილური განვითარებისა და  ქალაქების  განხრით უფროსი ვიცე პრეზიდენტი ჯენი  ბოფინგერ-შუსთერი. Siemens-ში და კომპანიის გარე მართვის საკითხების კონსულტანტის 12-წლიანი სტაჟის მქონე  ჯენი ბოფინგერ-შუსთერმა დაამუშავა სტრატეგიები, რომლებმაც დახმარება გაუწიეს სხვადასხვა სფეროებს, დაწყებული მობილუთიუმიდან, დასრულებული ჯანმრთელობის დაცვის სფერომდე.

ჯენის პროფესიული მიმართულებაა რესურსებისა და ენერგიის გამოყენების ნაყოფიერება, ისევე როგორც სტაბილური განვითარების მართვა.

ნახეთ მეტი
Back to top button