პოლიტიკა

ხავერდოვანი რევოლუციით სომხებმა ცვლილებები შეიტანეს არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მსოფლიოშიც. დანეა ესკარ

აშშ-ის კოლორადოს შტატი  დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების გააქტიურებით.

დეპუტატმა კოლორადოს შტატიდან დანეა  ესკარმა „არმენპრესის“ კორესპოდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთში ყოფნის დროს მან არაერთი შეხვედრა გამართა მაღალჩინოსნებთან, რომლის დროისაც განხილული იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.

დეპუტატმა განსაკუთრებულად აღნიშნა თუმოს მაგალთი, მისი  სიტყვებით უნდა გამოიძებნოს გზები კოლორადოში თუმოს გასახსნელად.

„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთში ბოლო დროს განვითარებულმა  შიდა პოლიტიკურმა  მოვლენებმა. ხავერდოვანი რევოლუცია წარიმართა  სისხლის წვეთის გარეშე. შემიძლია ვთქვა, რომ ხავერდოვანი რევოლუციით  სომხებმა ცვლილებები შეიტანეს არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მსოფლიოშიც. ”- თქვა დანეა ესკარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button