არცახის საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებას: მ. მაილიანი

არცახის საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებას. ამის შესახებ განაცხადა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასის მაილიანმა ავსტრალიის პარლამენტის წარმომადგენელ თიმ უილსონთან და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის საკითხების კომისიის თავმჯდომარე რექს პატრიკთან შეხვედრისას. როგორც გვაცნობეს არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მასის მაილიანმა წარმოადგინა არცახის მმართველი წრეების მიერ განხორციელებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. საუბარი შეეხო არცახის საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი გეოგრაფიის გაფართოებისათვის მიმართულ საქმიანობას. ამ კონტექსტით არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ინვენსტიციების მოზიდვის აუცილებლობას, რომელსაც ძირითადი მნიშვნელობა გააჩნიათ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში.