საზოგადოება

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება

putnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო განსახილველად თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის აპელაცია აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე, იუწყება პირველი არხი.

ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს და ვიდეოს აქვეყნებს >>

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

ოქრუაშვილის ადვოკატები 50 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა

ნახეთ მეტი
Back to top button