სპორტი
სომხეთში გაიმართება არმიის საერთაშორისო თამაშების “მშვიდობის მებრძოლი” შეჯიბრი
“არმიის საერთაშორისო თამაშები-2019” ტურნირის ფარგლებში 3-დან 15 აგვისტომდე სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართება შეჯიბრი “მშვიდობის მებრძოლი”, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
შეჯიბრში “მშვიდობის მებრძოლი” მიიღებენ მონაწილეობას სომხეთის, ბელორუსის, ირანის, საბერძნეთის, ყაზახეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. შეჯიბრის მონაწილეები ძალებს მოსინჯავენ შემდეგ სახეებში: სამხედრო პროფესიონალური “პროფესიონალი”, (საველე ორიენტაცია, საბრძოლო მომზადების კომპლექსური ვარჯიშები, სამედიცინო დახმარება), სამხედრო შეჯიბრი “ათლეტი”, ლიტერატურ-მხატვრული და საცეკვაო-მუსიკალური “პატრონი და ქალბატონი”, საბრძოლო ცოდნის შემოწმების შეჯიბრი “ერუდიტი”.