კულტურა
ცნობილ ფრანგ მსახიობ ბიბი ნასერს გადაიღებენ ფილმში არცახის შესახებ
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ბიბი ნასერმა თანახმობა განაცხადა მონაწილეობა მიიღოს წარმოშობით სომეხი რეჟისორის, რობერტ დეფის ფილმის გადაღებებში. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” განუცხადა ფილმის პროდიუსერმა ეკატერინა მიხაილოვამ.
”გადაღებებში მონაწილეობა დაადასტურა ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ბიბი ნასერმა, რაც ჩვენს ფილმს საშუალებას აძლევს მიაღწიოს საერთაშორისო დონეს.” – განაცხადა მიხაილოვამ.
ფილმ “ვალტერში” მოქმედება ხდება გასული საუკუნის 90-იან წლებში. მთავარი გმირი მუშაობს მოსკოვში მშენებლობის ხელმძღვანელად. ტრაგიკული ამბები აიძულებს მას დაბრუნდეს სამშობლოში-მთიან ყარაბაღში დედის გადასარჩენად ან დასამარხავად.