პოლიტიკა

ავსტრალიაში ჩამოყალიბდა არცახთან მეგობრობის ჯგუფი

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიდნეიში ადგილი ჰქონდა არცახის დელეგაციის წევრთა შეხვედრებს  სომხური სათვისტომოს სტრუქტურების წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს ორგანიზაცია  „სომხური სასამართლოს“  ავსტალიის კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაიკ კაისერიანმა განაცხადა ავსტრალიაში არცახტან მეგობრობის  ჯგუფის შექმნის შესახებ.

 „სომხური სასამართლოს “ ავსტრალიის კომისიის მხრივ  საგარეო საქმეთა მინისტრს მასის მაილიანს გადაეცა სპეციალური სიმბოლური სამახსოვრო დაფა არცახთან მეგობრული ჯგუფის წევრთა სიითა და ხელმოწერებით.

ჯგუფში შედიან ფედერალური  პარლამენტის დეპუტატები, სენატორები, მინისტრები,  ისევე როგორც ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერ-მინისტრი, შტატის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის სპიკერები და სხვა სახელმწიფო მოღვაწენი. ამჟამად ჯგუფი მოიცავს 40 სახელმწიფო მოღვაწეს“, – ნათქვამია არცახის სს სამინისტროს საინფორმაციო სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button