საზოგადოება

ერთ დღეს შესაძლებლობა გვექნება სომხეთი მსოფლიოს სტარტაპების დედქალაქად გამოვაცხადოთ. სრ პრეზიდენტი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ვიდეოკავშირის საშუალებით შეუერთდა ”სევან სტარტაპ სამმიტ-2019”-ის  მონაწილეებს, გაესაუბრა მათ, დაინტერესდა სამიტის მიმდინარეობით და უპასუხა მათ შეკითხვებს.

”ეს მშვენიერი ინიციატივაა და ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით  სომხეთისთვის, რადგან სომხეთს მომავალში, როგორც ამას მე ვხედავ, უნდა ჰქონდეს ძლიერი მონაწილეობა მაღალი და ახალი ტექნოლოგიების სფეროში. უნდა იყოს სტარტაპების ქვეყანა. შესაძლოა, ერთ დღეს ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ სომხეთი მსოფლიოს სტარტაპების დედაქალაქად გამოვაცხადოთ. ”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სომხეთის პრეზიდენტის აპარატის უწყებით, სტარტაპების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და პირობებზე საუბრისას, სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის განათლებას, სომხეთში წამყვანი საერთაშორისო კომპანიების არსებობას, რაც შექმნის სტარტაპის განვითარებისთვის გარემოს და მსოფლიოში ურთიერთდამოკიდებულებას.

პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი უნდა იყოს ხელსაყრელი ადგილი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button