საზოგადოება

„მოვყევი ის, რაც მახსოვდა” – ნიკა გვარამია გამომძიებლებთან შეხვედრაზე

sputnik-georgia გამომძიებლები გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ.

 საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის კუთვნილი თანხების მითვისების საქმეზე კითხავენ.

პროკურატურა გვარამიათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2″-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. ნიჟარაძის განმარტებით, ტელეკომპანიის ფინანსებთან დაკავშირებით გვარამიას მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დანაშულის ნიშნებს შეიცავს.

სარჩელის შეტანიდან ორი დღის შემდეგ, 18 ივლისს, „რუსთავი 2″-მა სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მფლობელი შეიცვალა, ნიკა გვარამია კი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

„მე მოვყევი ის, რაც მახსოვდა და ვიცოდი… აბსოლუტურად აბსურდული საქმეა. დავაც რომ იყოს, სისხლის სამართლის მიმართულებით საქმის წაყვანა აბსურდულია. სამოქალაქო სამართლის კუთხით შეიძლება ვიღაცამ იდავოს”, – განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან შესვენების დროს.

გამომძიებლები გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ.

ნახეთ მეტი
Back to top button