ეკონომიკა

შვეიცარიელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან სომხეთში ტექნიკური მექანიზაციის განვითარებით

სრ მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი შეხვდა  შვეიცარიელ ბიზნესმენს ვარდან შირმაქეშს. როგორც გვაცნობეს მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის  სამინისტროდან, შვეიცარიელმა სომეხმა ბიზნესმენმა მაღალ დონეზე შეაფასა მაღალი ტექნოლოგიენბის სფეროში სომხეთის წინსვლა, სომეხი სპეციალისტების პოტენციალი და მაღალი ხარისხი.  როგორც მან აღნიშნა, სურს სომხეთში დაიწყოს პროგრამა, რომელიც ტექნოლოგიური სფეროს პარალელურად განავითარებს მექანიკური მექანიზაციის მიმართულებასაც.

მან აღნიშნა, რომ სურს სომხეთში შემოიტანოს თანამედროვე, უკანასკნელი თაობის უზუსტესი დაზგები, რითაც ხელს შეუქყობს ჩვენს ქვეყანაში წარმოებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებას.

როგორც ჰაკობ  არშაკიანმა აღნიშნა,  წარმოდგენილი წინადადება ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთის წინსვლისა და განვითარებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს პროგრამის განხორციელებას ყველა შესაძლო გზით.

მინისტრმა შვეიცარიელ სომეხ ბიზნესმენს წარუდგინა მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების სფეროში სრ მთავრობის პოზიციები და პროგრამები.  ის შეეხო „ინჟინერთა ქალაქის“ აშენების პროგრამას, აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია შეიქმნას ისეთი ეკოგარემო, სადაც საინჟინრო კომპანიები განახორციელებენ ახალ იდეებს, სამეცნიერო-საკვლევი პროექტებიდან მის წარმოებამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button