მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მშპ-ს ინდუსტრიის წილის გაზრდის მიზნით. ნ. ფაშინიანი

სომხეთის მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ინდუსტრიის, კერძოდ, გადამამუშავებელი ინდუსტრიის მხარდაჭერისა და სექტორში მშპ-ის წილის გაზრდისკენ. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
”მე ეკონომიკის მინისტრს ვურჩიე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიური კონტაქტები ჰქონოდა საწარმოო სექტორთან”, – თქვა მან და განმარტა, რომ საქმე არ ეხება სამთო მოპოვებას, რომელსაც მშპ-ს დიდი წილი აქვს.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი უნდა იყოს ინდუსტრიული ქვეყანა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო მშპ-ს სასოფლო-სამეურნეო და სამთო პროდუქტების წილი მცირე უნდა იყოს, რაც შესაძლებელია, როდესაც გადამამუშავებელი, ტექნოლოგიიური მრეწველობის, მომსახურებისა და სხვა სფეროები სერიოზულ ზრდას უზრუნველყოფენ და თავიანთ თავზე იკისრებენ მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების ტვირთს.