სპორტი

საფეხბურთო კლუბი საბურთალო განცხადებას ავრცელებს

6 აგვისტოს ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ „არარატ-არმენიას“ შეხვდება. როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც დიდია მატჩისადმი ინტერესი, რაზეც გვიწევს  განმარტების გაკეთება. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს.

ნახეთ მეტი
Back to top button