საზოგადოება

ჯომარდობიდან ვერტმფრენით ფრენამდე ერევანზე, ადრენალინი არ მოგაკლდებათ.

სომხეთი გვთავაზობს სათავგადასავლო ტურიზმს, კერძოდ, რაფტერებს სთავაზობს 12 კილომეტრიან გზას დებედის გავლით და ლორის ულამაზესი ბუნებით დატკბობას.

ამის შესახებ ნათქვამია სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ვიდეოში, რომელიც  განთავსებულია სომხეთის მთავრობის ფეისბუქის გვერდზე.

ჯომარდობა ანუ რაფტინგი გართობის შედარებით ახალი ფორმაა სომხეთში, მაგრამ როგორც ვიდეოში აღინიშნა, მას მომხმარებელი არ აკლია. ”ჩვენ გვყავს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩამოდიან 2-3 დღით, ჯომარდობენ და მიდიან”, – ამბობს ”Rafting in Armenia”-ის დამფუძნებელი გევორგ ვარდანიანი. სომხეთში ჩამოსულ სტუმრებს ასევე აღაფრთოვანებს ერევნის პანორამა 400 მეტრის სიმაღლიდან. კომპანია ”Armenia helicopters ” აწყობს ვერტმფრენით ქალაქის ტურებს, რაც საშუალებას იძლევა ზემოდან აღმოაჩინონ ჩვენი დედაქალაქის სილამაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button