არცახის გზა შეუქცევადია. ბაკო საჰაკიანი
არცახის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანკერტში მე -7 პან-სომხური თამაშები გაიმართება უმაღლეს დონეზე. სტეფანაკერტში რენესანსის მოედანზე თავისი გამოსვლის დროს განაცხადა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაკო საჰაკიანმა.
”ხაზს ვუსვამ, რომ მრავალი წლის წინ, არცახელები ფეხზე დადგნენ და განუცხადეს მთელ მსოფლიოს, რომ აღარ მოითმენენ ეროვნული ღირსების შელახვას”, -აღნიშნა ბაკო საჰაკიანმა და დასძინა: ”სომხეთი-არცახი-დიასპორა სამეულის ერთობით ჩვენ მოვიშუშეთ ომის დროს მიღებულ ღრმა ჭრილობები და გადავედით სტაბილურ ფაზაში. დღეს მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არცახი მზად არის მტკიცედ შეასრულოს თავისი მისია, შექმნას წინაპირობა მომავალი გამარჯვებისთვის. ჩვენ მიერ არჩეული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვისწრაფვით ჩვენი დავალებებისა და ოცნებებისკენ, თანმიმდევრულად ვმუშაობთ, რათა არცახმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს და მივუახლოვდეთ ჩვენს ოცნებას- გვქონდეს ერთიანი სამშობლო.”