სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიზნები 2050 წლამდე. სტეფანაკერტის აღორძინების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია სტრატეგიული მიზნების სამუშაო ვერსიის წარდგენა, რომელის სომხეთის რესპუბლიკამ უნდა გადაეწყვიტოს 2050 წლამდე.
„ასე რომ, 2050 წლისთვის უნდა შევძლოთ შემდეგი პრობლემების მოგვარება: სომხეთის მოსახლეობის მინიმუმ 5 მილიონამდე გაზრდა, 1 მილიონ 500 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, 2.5 მილიონი ადამიანის დასაქმების პრობლემის მოგვარება და სიღარიბის აღმოფხვრა, სომხეთის ინდუსტრიულ ქვეყნად გაადქცევა, სომხეთის მშპ უნდა გაიზარდოს 15-ჯერ, უნდა გვქონდეს 10 მილიარდ დოლარის ღირებულებაზე მეტი სულ მცირე 5 სომხური ტექნოლოგიური კომპანია და 10 ათასი მომუშავე სტარტაფი, საშუალო ხელფასი უნდა გაიზარდოს 7-ჯერ, არმიის ბრძოლისუნარიანობის მაჩენებელმა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ოცეულში უნდა დაიკავოს შესაბამისი ადგილი, უნდა გვქონდეს მსოფიოს ათი ყველაზე საუკეთესო სადაზვერვო სამსახურიდან ერთ-ერთი, უნდა ვუზრუნველყოთ ჯანმრთელობის დაცვის კერებისადმი 100 პროცენტიანი წვდომა და ოცჯერ მეტად გავზარდოთ ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსება. განათლება უნდა გახდეს ცხოვრების წესი, უნდა გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება ოცჯერ, სომხეთში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვი უნდა ავიდეს 15 მილიონზე, სომხეთის ფეხბურთის გუნდი უნდა გავხადოთ ევროპის ან მსოფლიოს პირველობის მედალოსანი, მოვიპოვოთ 25 ოლიპიური ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონობა ჭადრაკში“, – ხაზი გაუსვა ნიკოლ ფაშინიანმა.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა „ბევრი იკითხავს, თუ რატომ არაფერია ნათქვამი არცახის შესახებ, პასუხი ერთია: არცახი ეს სომხეთია და მორჩა“.