პოლიტიკა

ბრძოლისუნარიანი ჯარის არსებობა სტიმული უნდა იყოს ეკონომიკური განვითარებისათვის. ნ. ფაშინიანი

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრიორიტეტად მიიჩნევს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. სტეფანკერტის რენესანსის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა აღნიშნა: ”ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება არცახის საკითხის მშვიდობიან მოგვარებას და ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ლოგიკის ერთგულად ვრჩებით. არცახისა და სომხეთის უსაფრთხოება ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის უწყვეტად გაუმჯობესების გზით, ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, დიდი შეიარაღებული ძალების არსებობა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯის უზარმაზარ ნაწილს შეადგენს და ბევრი ამას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ შეფერხებად მიიჩნევს, მაგრამ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ ის კონცეპტუალური ცვლილება, რაც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. შესაბამისად, ბრძოლისუნარიანი არმიის არსებობის ხედვა უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არა შეფერხებას, არამედ სტიმულს. სწორედ ამ ხედვის შესასრულებლად შეიქმნა ჩვენს მთავრობაში  მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის სამინისტრო, რომლის სტრატეგიული ამოცანაა ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები აქციოს ჩვენი ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალად.”

ნახეთ მეტი
Back to top button