პოლიტიკა
მოლაპარაკებების პროცესის მიზანი უნდა იყოს დამოუკიდებლობაზე მიმართული არცახის განმათავისუფლებელი ბრძოლის შედეგების დაცვა. ნიკოლ ფაშინიანი.

არცახის საკითხის მოგვარების მოლაპარაკების პროცესის მიზანი უნდა იყოს არცახის ხალხის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შედეგების დაცვა. ამის შესახებ სტეფანკერტის აღორძინების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებების შედეგად სომხეთისა და არცახის მთავრობებისთვის მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება სომხეთსა და არცახში მცხოვრები ხალხის მიერ.