მთავარი

აზერბაიჯანის განცხადება მოწმობს სომეხი ხალხის მიმართ სიძულვილის კულტურაზე: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებას აქვეყნებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის  6 აგვისტოს განცხადებაზე. როგორც სომხეთის მხარის განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრზე თავდასხმები დასაგმობია და მოწმობს აზერბაიჯანში სომეხი ხალხის მიმართ შეუწყნარებლობისა და სიძულვილის კულტურაზე, რასაც მხარს უჭერენ  აზერბაიჯანის მმართველი წრეებიც.

 „აზერბაიჯანის მმართველი წრეები რეგულარულად უარყოფენ მთიანი ყარაბაღის ხალხთან და მათ მიერ არჩეულ მთავრობასთან რაიმე უშუალო შეხებას.  ისინი ვინც  ეთნიკური წმენდა  და სხვა მასობრივი სისასტიკე განახორციელეს მთიან ყარაბაღში 1990 წლეებში და 2016 წლის აპრილში, დათესეს  სიძულვილის პოლიტიკა და გმირად შერაცხეს  სომეხთა მკვლელები, უშუალოდ არიან პასუხიმგებელნი არცახის ხალხის არსებობისათვის საფრთხის შექმნის საკითხში.  

სომხეთი რჩება არცახელი  ხალხის ერთადერთ გარანტად მისი უსაფრთხოების, თავისუფლების, ადამიანის განუყოფელი უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის, განვითარების და თვითგამორკვევის უფლებისაც. სომხეთი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ შეუძლია გააცნობიეროს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის 2019 წლის 5 აგვისტოს გამოსვლის შინაარსი და კონტექსტი, რომელიც ეხებოდა სომხეთის, არცახისა  და დიასპორის ერთიანობის, სოლიდარობის, განვითარებისა და კეთილდღეობის სრულიად სომხურ დღის წესრიგს.

სომხეთის პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე უცვლელია, რაც ნათლად არის ასახული სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ზემოთაღნიშნულ გამოსვლაში ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button