კულტურა
ბულგარეთის დეპუტატებმა არცახში განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობანი
არცახის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აშოტ ღულიანმა მიიღო ბულგარეთის პარლამენტის ვიცე სპიკერები ვალერი სიმეონოვი და იორდან აპოსტოლოვი. საუბრისას განიხილეს ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ძმურ სომეხ ერს ყველა ინციატივაში.
მხარეებმა განიხილეს არცახის საგარეო პოლიტიკა, ყარაბაღის კონფლიქტის თანამედროვე ეტაპი და კულტურის საშუალებით ერების ინტეგრირებასთან დაკავშირებული საკითხები.