მთავარისაზოგადოება

იუსტიციის სამინისტრო შექმნის საკონსტიტუციო რეფორმის სპეციალურ ჯგუფს

იუსტიციის სამინისტრო კონსტიტუციური რეფორმისთვის 2020 წლის თებერვალში შექმნის საკონსტიტუციო რეფორმის სპეციალურ ჯგუფს.  ამის შესახებ „ფეისბუქის“ მის გვერდზე  ჩანაწერი გააკეთა სრ იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა.

 „გარდამავალი მართლმსაჯულების  გარკვეული ელემენტები ასევე იქნება განხილული სასამართლო სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც მალე გამოქვეყნდება.  ჩვენ ასევე ვგეგმავთ სპეციალური კონსტიტუციური რეფორმების ჯგუფის შექმნას, რაც გათვალისწინებულია  2020 წლის თებერვლისათვის. ასე რომ,  სამუშაოები ყველა მიმართულებთ უკვე დაწყებულია. რაც შეეხება მოსამართლეთა და სხვა თანამდებობის პირთა  დადებით ქცევებს და მათი  შემოწმების  მექანიზმებს, უკვე მზადაა  კონსტიტუციური კანონის „ სასამართლო კოდექსის“ ცვლილებების პაკეტი, რომელიც შიგა განხილვებისა და ზოგიერთი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე განსახილველად“, – წერს ბადასიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button