ლარი ვარდნას განაგრძობს: მთავრობას ეროვნული ბანკის სჯერა

sputnik-georgia ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ კურსი ინფლაციაზე არ აისახოს, მიაჩნიათ საქართველოს პირველ პირებს.
20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა. თუმცა 7 აგვისტოსთვის ლარის გაცვლითი კურსი კვლავ დაეცა – 2,9321 GEL/$
„ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება და ყველანაირი მექანიზმი, გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რაც შეეხება კურსს, ანალიზი აჩვენებს და გასული კვირის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა და გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ეროვნული ბანკი ჩაერია, რამეთუ მისი მოვალეობაა მართოს ინფლაციური პროცესი. იმედი მაქვს, ჩარევა, რაც მოხდა და რაც შესაძლოა, მომავალშიც აქვს დაგეგმილი ეროვნულ ბანკს. ის მაქსიმალურად შეძლებს ყველაფერს, რომ ეს კურსი ინფლაციაზე არ აისახოს. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, სახელმწიფოს ძალიან პოზიტიური გეგმები აქვს და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ მძიმე ვითარების დაძლევას”, – განაცხადა თალაკვაძემ.