საზოგადოება

ქოჩარიანის საქმე განუსაზღვრელ ეტაპზეა: ადვოკატები

სასამართლო სისტემა  ჩიხშია  შესული. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რობერტ ქოჩარიანი ციხეშია, მაგრამ ამ პროცესს არ აკონტროლებს არცერთი სასამართლო, არ არსებობს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს განთავისუფლების, დაპატიმრების, აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული საშუალების  შესახებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა დღეს მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ადვოკატებმა  არამ ორბელიანმა.

 სააპელაციო სისხლის სამართლის სასამართლომ არმენ დანიელიანის თავმჯდომარეობით, გადაწყვიტა საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს და ქოჩარიანი აიყვანოს  წინასწარ პატიმრობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს  საერთო იურისდიქციის სასამართლოში.  მაგრამ ამ საქმეზე რაიმე პროცესი არ დაწყებულა და არ არის ცნობილი, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს ამ საკითხს. ამჟამად საქმით მოსამართლის დავით გრიგორიანის  უფლებამოსილებები შეჩერებულია. ხოლო რა სამართლებრივი ამონახსნი უნდა მიეცეს ამ საკითხს ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის. როგორც ადვოკატი  ჰოვჰანეს ხუდოიანი თვლის, წამოიჭრა  არა თუ  სამართლებრივი გადაჭრის, არამედ სამართლებრივი  პასუხიმგებლობის საკითხი.

„ის თანამდებობის პირებმა, რომელთა მოვალეობაც იყო საქმის სათანადო გამოძიების უზრუნველყოფა, ვერ შეასრულეს თავიანთი  უფლებამოსილებანი , რამაც სერიოზული შედეგები მოიტანა, ”- თქვა ხუდოიანმა.: 

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ საჩივრის შეტანას გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში, ხოლო საჩივრის შინაარსის დეტალები ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა.

ნახეთ მეტი
Back to top button