კულტურა

ბათუმის ცენტრში გაიხსნა ბოგდან კირაკოსანის მემორიალური დაფა

ბათუმის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახლის კედელზე გაიხსნა დაფა, რომელიც მიეძღვნა ცნობილ ბათუმელ სომეხ არქიტექტორს, აჭარის ანტონომიური რესპუბლიკის დამსახურებულ არქიტექტორს ბოგდან კირაკოსანს.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, რომ დაფა შეიქმნა და განთავსებულ იქნა არქიტექტორის მემკვიდრეების ძალისხმევის, ბათუმის მერიის, აჭარის არქიტექტორთა კავშირისა და სომხური საზოგადოებრივი სტრუქტურების მხარდაჭერის წყალობით.

ბოგდან კირაკოსიანმა (1912-1972) ღრმა კვალი დატოვა ბათუმში, იყო მრავალი გახმაურებული არქიტექტურული ნაგებობის ავტორი, მათ შორის, ქალაქის სიმბოლოდ ქცეული კოლონადის.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close