პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა პან-სომხური კონსენსუსის 6 პუნქტი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წარმოადგინა პან–სომხური კონსენსუსის 6 პუნქტი:

”კონსენსუსი  ნომერი 1 – ძალადობა უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი შიდა სომხური საკითხის გადასაჭრელად.

კონსენსუსი ნომერი 2 – ხალხი და მათი თავისუფალი ნების გამოვლენა  ძალაუფლების ჩამოყალიბების ერთადერთი წყაროა. ხალხის ნების დამახინჯების ნებისმიერი მცდელობა უნდა განიხილებოდეს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არცახის რესპუბლიკაში მოახლოებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გარანტირებულად თავისუფალ, კონკურენტუნარიან, დემოკრატიულ გარემოში და რეალური გარანტიები უნდა იყოს ხალხის ნების თავისუფლების გამოხატვისთვის.

კონსენსუსი ნომერი 3 – სომეხი ხალხის სუვერენიტეტი სომხეთსა და არცახში ყველაზე მაღალი ღირებულებაა და ყველა ის ძალა, რომელიც ეცდება უცხო ძალების ჩართვას შიდასომხური, სომხეთის შიდა საკითხების გადასაჭრელად, ყველა ის ძალა, რომელიც იმოქმედებს ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინტერესების წარმომადგენლად, უნდა იმსახურებდეს და დაიმსახურებს სომეხი ხალხის და მისი ლეგიტიმური წარმომადგენლის – სომხეთის მთავრობის ყველაზე უხეშ რეაქციას.

კონსენსუსი ნომერი 4 – სომხეთი და არცახი უნდა იყოს თავისუფალი კორუფციისგან. უნდა აღმოიფხვრას კორუფციის ყველა ფორმა, მათ შორის ქველმოქმედება, ხელოვნური მონოპოლიები, კონკურენტებთან დაკავშირებული ხელოვნური ბარიერები, უნდა აღდგეს კორუფციული საქმიანობის შედეგად სახელმწიფოსა და ხალხისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი.
კონსენსუსი ნომერი 5- სამართლის და კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა უნდა გახდეს შიდა ეროვნული ურთიერთობების ღერძი. გარე ან შიდა ზეგავლენების გამცემი სასამართლოების არსებობა საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სომხეთსა და არცახში სასამართლოები  უნდა იყოს დამოუკიდებელი.

კონსენსუსი ნომერი 6 – არცახის საკითხის მოგვარების მოლაპარაკებების პროცესის მიზანი უნდა იყოს არცახის ხალხის თვითგამორკვევასა და უსაფრთხოებაზე მიმართული არცახის განმათავისუფლებელი ბრძოლის შედეგების დაცვა.  მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთისა და არცახის მთავრობებისთვის მისაღებად ჩათვლილი ნებისმიერი გამოსავალი, მისაღები შეიძლება იყოს მხოლოდ სომხეთსა და არცახში სახალხო მოწონების შემთხვევაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close