საზოგადოება

სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

ამ წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, რიგი ქვეყნებიდან სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

 კერძოდ, გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 59.5% -ით,

ჩინეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა-53,5% -ით,

ნიდერლანდებიდან ჩამოსულთა რაოდენობა – 34.9 % -ით,

შვეიცარიიდან ჩამოსულთა რაოდენობა  30% -ით,

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსულთა რაოდენობა – 29,7%-ით,

საბერძნეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა – 29%-ით,

იტალიიდან ჩამოსულთა რაოდენობა – 24.4%-ით,

დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა- 22.9%-ით,

იაპონიიდან ჩამოსულთა რაოდენობა – 22.2% -ით,

რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა  -19%-ით,

შვედეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა – 19%-ით,

აშშ-დან ჩამოსულთა რაოდენობა -15%-ით,

საფრანგეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა -13%-ით.

”საერთო ჯამში წლის პირველ ნახევარში ტურიზმის 12,8% -ით გაიზარდა.   ცენტრალური ბანკის ანგარშით, წელს გასულ წელთან შედარებით ტურისტებმა სომხეთში დახარჯეს დაახლოებით 120 მილიონი დოლარი მეტი თანხა,”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button