კულტურა

სომხური ღვინოები წარდგენილი იქნება გერმანიაში გამართულღვინის ფესტივალზე “WEINSOMMER”

9-10 აგვისტოს სომხეთის მეღვინეობის ფონდი  ღვინის ფესტივალის Weinsommer–იფარგლებში სამხრეთ გერმანიის ალგოს რეგიონშიღვინისმოყვარულებსა და ღვინის სპეციალისტებს წარუდგენს 9 სომხური მეღვინეობის კომპანიის 55 სახეობის ღვინოს.

ფონდი იუწყება, რომ Weinsommer– ი უკვე მეხუთედ მოაწყო Lerch Wein & Co-მ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მეღვინეობის კომპანიებს საშუალებას აძლევს წარმოუდგინონ თავიანთი პროდუქტი 1000-1500 მეღვინეს, ღვინის სპეციალისტებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებს და ღვინის პოტენციურ მომხმარებლებს: სამხრეთ გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან.  9-10 აგვისტოს Weinsommer 2019-ის განსაკუთრებული სტუმარია სომხეთი თავისი ღვინოებით.

ორგანიზატორების თქმით, ქვეყნის არჩევანი გაკეთებულია სომხეთის მდიდარი მეღვინეობის ისტორიისა და ტრადიციების, აგრეთვე სომხური ღვინოების უნიკალური გემოვნური მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც გერმანიაში წარმატებისა და მოთხოვნის გარანტიაა.

ნახეთ მეტი
Back to top button