
სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8-9 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება ყირგიზეთის რესპუბლიკაში.
როგორც გვაცნობეს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაში ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში. სხდომას გახსნის ნიკოლ ფაშინიანი, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ორგანოებში თავმჯდომარე ქვეყნის ხელმძღვანელი. დაგეგმილია სომხეთის პრემიერ მინისტრისა და ევრაზიული ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის ტიგრან სარგსიანის ერთობლივი განცხადება მედიის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე, ევრაზიული კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტების ხელმოწერა და საფოსტო მარკების გაუქმების ცერემონია.