საზოგადოება

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

ბათუმში  მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 5ტივტივა შეიძინა, რომლის საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში შესვლას და ბანაობას დამოუკიდებლად შეძლებენ. მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, გამოსაცვლელი და საშხაპე. ამის შესახებ აუწყებს Newsი

პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. „ქრონიკის“ინფორმაციით, მოწყობილი ზოლი მთლიანად შშმ პირების საჭიროებებს არის მორგებული. 

ინიციატივა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის პროექტზეც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად. გახსნის დღესაც ზღვაში პირველი, ერთ-ერთი  შშმ პირი ადაპტირებული ტივტივით შევიდა. მისი თქმით, 25 წლის შემდეგ პირველად იბანავა ზღვაში და ეს მისთვის დიდი სიხარულია, ასევე იმედოვნებს, რომ მომავალში ქალაქის სხვა სივრცეებზეც იზრუნებენ და მათ საჭიროებებს მოარგებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button