ეკონომიკა

ერევანში ჩატარდება საერთაშორისო ფორუმი თემაზე : „ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალი“

ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის  ფარგლებში,  ერევანში 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ევრაზიის კონტინენტის სატრანზიტო პოტენციალი”. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე.

კონფერენციაზე  მოწვეულნი არიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრი ქვეყნის ხელმძღვანელები და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელები.

„კონფერენციაზე განიხილება კონტინენტური ტრანსპორტისა და ლოჯისტიკური ქსელის განვითარების აქტუალური საკითხები, რეგიონალური სახელმწიფოების მიერ ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პერსპექტივები და უკვე არსებული პროექტების განხორციელება, ასევე ევრაზიის ციფრული დერეფნების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები“,- განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button