ეკონომიკამთავარი

სომხეთში 120 მგვტ – მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა დაიწყება

განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად დაიწყო ინდუსტრიული მასშტაბის მზის ენერგიის ახალი პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოები, არჩეულ ხუთ ადგილას 120 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა

”სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს თავისი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაკენ. პროგრამის მოსამზადებლად მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის ასარჩევად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა  ტენდერი გამოაცხადა, ”- აღნიშნავს ავინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button