მთავარიპოლიტიკა

ყირგიზეთში ნიკოლ ფაშინიანისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა გაიმართა

სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთში მყოფი სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს შეხვდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელ დიმიტრი მედვედევს.

სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის უწყებით, სომხეთისა და რუსეთის პრემიერ მინისტრებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობების ფართო სპექტრი, ისაუბრეს

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების, სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ერთობლივი პროექტების განხორციელების ირგვლივ. ნიკოლ ფაშინიანმა და დიმიტრი მედვედევმა განაცხადეს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დინამიური ზრდაა და აქტიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს სომხეთ-რუსეთის მოკავშირეთა ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის. სომხეთისა და რუსეთის პრემიერ მინისტრები შეეხნენ თანამშრომლობის საკითხებს გაზის, ბირთვული ენერგიის, საჰაერო ტრანსპორტის სფეროში, ასევე განიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული რიგი სხვა  საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button