ეკონომიკა

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო საფინანსო ბაზრის შექმნას. ნ. ფაშინიანი

ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ბიუჯეტებს შორის იმპორტის გადასახადის განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. უკვე დიდი ხანია ეს საკითხი განიხილება ჩვენს ორგანიზაციაში და საჭიროა მისი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
”რაც შეეხება ალკოჰოლური ბაზრის რეგულირებას, უნდა აღინიშნოს, რომ კავშირის ქვეყნები ზოგადად ემხრობიან ეკონომიკის ამ სფეროში დაბრკოლებების აღმოფხვრას. სომხეთისთვის ეს პრიორიტეტული მიმართულებაა და აქვს დიდი საექსპორტო შესაძლებლობები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე”,- აღნიშნა სომხეთის პრემიერ მინისტრმა და დასძინა: ”ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო საფინანსო ბაზრის დამკვიდრებას. ამ მიზნის განხორციელებას ხელს შეუწყობს, კერძოდ, ხელშეკრულება საფინანსო ბაზრის სფეროში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნების კანონმდებლობის  ჰარმონიზაციის შესახებ, რომელიც ძალაში შევა 2020 წ.“.

ნახეთ მეტი
Back to top button