მთავარიპოლიტიკა

გ. ბალაიანი: უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში გახშირდა ცეცხლი მოწინააღმდეგის მხრიდან

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მტრის მიერ სროლის რაოდენობა ჩვეულებრივზე მეტია. ამის შესახებ დღეს სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გაბრიელ ბალაიანმა განაცხადა მეწამორში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 „ეს განპირობებულია  ორმხრივი საინჟინრო სამუშაოების შესრულების შედეგად, რადგანაც მიმდინარეობს მცდელობა არავითარ შემთხვევაში არ მიეცეს მოწინააღმდეგეს პოიზიციების გაუმჯობესების შესაძლებლობა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მხარეს საინჟინრო სამუშაოების შესრულების თვალთახედვით გარკვეული უპირატესობა გააჩნია.  ესე იგი, ჩვენი საინჟინრო ჯარების წინაშე დასახული მიზნები განხორციელდა წარმატებით“, – განაცხადა ბალაიანმა.

გაბრიელ ბალაიანმა ასევე ისაუბრა საზაფხულო გაწვევის შესახებ. მან აღნიშნა, რომ წვევამდელთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა,  დაახლოებით 60-65 პროცენტით შემცირდა მობილიზაციასთან დაკავშირებული საჩივრებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button