ეკონომიკა

ლარის ანტირეკორდი და შემცირებული მსყიდველუნარიანობა – მოქალაქეების ხელფასები რამდენიმე ათეული ლარით გაუფასურდა

Rustavi2.ge ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა და შემცირებული მსყიდველობითი უნარი – მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში დაახლოებით, 612 ლარია, ეროვნული ვალუტის ანტირეკორდმა რამდენიმე ათეული ლარით გააუფასურა. 

ამ მიზეზით მასწავლებლებს კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირთ და ვერც პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას ახერხებენ.

ლარის კურსის ცვლილებამ პრობლემები შეუქმნა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებსაც. მათი ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც საშუალოდ 1035 ლარია, 50 ლარით გაუფასურდა. კვლევა გამოცემა „ფორბსმა“ ჩაატარა.

ბავშვთა ქირურგ ლევან ფერაძეს საკუთარი სტატისტიკაც აქვს. მისი გათვლებით, 2012 წლიდან საქართველოს მთელი მოსახლეობა 42 % ით გაღარიბდა. სამშენებლო ბიზნესში კი დასაქმებული ადამიანების ხელფასები „ფორბსის“ კვლევით საშუალოდ, 121 ლარითაა შემცირებული.

„ფორბსის“ დათვლებით, ცხოვრება გაუძვირდა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებსაც. მათი წლიური ხელფასის მსყიდველუნარიანობა 30 ლარით შემცირდა. მუშაკებს კი, რომელთა ხელფასიც საშუალოდ 890 ლარია ეს თანხა 41 ლარით გაუუფასურდათ. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს წარმომადგენლებს 67 ლარით.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვალუტის კურსის გაუფასურებაზე ძირითადად ორი ფაქტორი მოქმედებს. ეს ქვეყანაში წარმოების არქონაა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. 

ნახეთ მეტი
Back to top button
Close