მთავარიპოლიტიკა

ზ. მნაცაკანიანმა მიიღო საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის „მუზიდ“ წარმომადგენლები

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზ. მნაცაკანიანმა მიიღო საერთაშორისო სარეიტინგო  ორგანიზაციის „მუზიდ“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ  შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, მთავრობის მიერ განხორციელებული  რეფორმების პროცესს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების როლს, რომელიც წარმოადგენს ახალ იურიდიულ საფუძველს ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობისათვის.

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა  თანამოსაუბრეებს წარუდგინა სომხეთის პრინციპიული პოზიცია და მიდგომები მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და რისკების შემცირების ღონისძიებების განხორციელებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button