საზოგადოება

სომხეთის გუნდმა კონკურსში „მშვიდობის მებრძოლები“ პირველი ადგილი დაიკავა

 სომხეთის გუნდმა კონკურსში „მშვიდობის მებრძოლი“ პირველი ადგილი დაიკავა, ამის შესახებ  განაცხადა დღეს თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა, შეაჯამა რა  დილიჯანში ჩატარებული შეჯიბრების შედეგები.

”ნამდვილად სასიამოვნო  ფაქტია სომხეთის ნაკრების გამარჯვება. ეს არის ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება ამ კონკურსში, ასევე საერთაშორისო არმიული  თამაშების ფორმატში”- თქვა ტონოიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონკურსის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ისტორია, ხალხი და ტრადიციები.

კონკურსი „მშვიდობის მებრძოლი“ გრძელდებოდა 14 დღეს და შედგებოდა სამხედრო-სპეციალური, სამხედრო-სპორტული, მხატვრულ-ლიტერატურული და სამხედრო ისტორიის ცოდნის გამომჟღავნების ეტაპებისაგან.

კონკურსში მონაწილეობდნენ სომხეთის, რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ირანისა და საბერძნეთის წარმომადგენლები.

ნახეთ მეტი
Back to top button