მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება: ფაშინიანმა მიიღო პატრუშევი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მიიღო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება და შექმნილია კონსტრუქციული სამუშაო ატმოსფერო, რასაც მოწმობს რუსეთის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან ხშირი შეხვედრები და სხვა მაღალი დონის კონტაქტები. სომხეთის პრემიერ მინისტრმა სომხეთისა და რუსეთის უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის  დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული კავშირების შემდგომი განვითარების, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთობლივი მუშაობის კონტექსტში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ეფექტურად მიიჩნია კონსულტაციები სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, რომლის დროსაც განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში სრ-რფ თანამშრომლობის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესის, რეგიონში სამხედრო ბალანსისა და სტაბილურობის შენარჩუნების, აგრეთვე რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებისა და გამოწვევების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button