სპორტი

ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა ევროპის თასზე პირველი ადგილი აიღეს

ქალი ძიუდოისტებისგან განსხვავებით, შედარებით წარუმატებლად იასპარეზეს ვაჟებმა, რომლებმაც მხოლოდ ერთი მედლის აღება შეძლეს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის თასზე ექვსი მედალი მოიპოვეს. 

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ავიდნენ. ლიპარტელიანმა ფინალურ ბრძოლაში სერბი მარიკა პერიშიჩი დაამარცხა, ხოლო სომხიშვილმა უკრაინელ რუსლანა ბულავინას სძლია.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნატალია ყიფშიძემ (-48 კგ) და  მარიამ ჭანტურიამ (-70 კგкг), ხოლო ბრინჯაო  ნინო გულბანსა (-70 კგ) და სალომე მაკიშვილს (+78 კგ) ერგო.

შედეგად, საქართველოს ძიუდოსიტ ქალთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა რუმინეთში მიმდინარე ევროპის პირველობაზე.

გოგონებისგან განსხვავებით, შედარებით წარუმატებლად იასპარეზეს ვაჟებმა, რომლებმაც მხოლოდ ერთი მედლის აღება შეძლეს. −81 წონით კატეგორიაში ევროპის თასის ვიცე−ჩემპიონი გიორგი შერაზადიშვილი გახდა.

ვაჟთა შორის ევროპის ტასის მფლობელი სარ~ერთო გუნდური ცათვლით რუმინელები გახდნენ, რომელთა ანგარიშზეც სამი ოქრო და ორი ბრინჯაოა.

ნახეთ მეტი
Back to top button