პოლიტიკა

ვეთინგის ნაცვლად, სომხეთში შეიქმნება მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობისათვის დაქვემდებარების მექანიზმი

ვეთინგის ნაცვლად, სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა მოსამართლეების ქცევის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საზოგადოების სამსჯავროზე იქნება წარდგენილი. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო განვითარების სამმართველოს უფროსის, გოჰარ ჰაკობიანის სიტყვებით, პროექტი გაუმჯობესებული, სრულყოფილი მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეების ქცევის შეფასებას რამდენიმე მიმართულებით.

 ”პირველი ქონებრივი მდგომარეობაა, რაც გულისხმობს ქონების კანონიერების შემოწმებას. მეორე პროფესიონალური ეთიკის წესების დაცვაა, ხოლო მესამე-  პროფესიონალიზმი და ადამიანის უფლებების პატივისცემა”, – Sputnik არმენიას განუცხადა ჰაკობიანმა.

მისი სიტყვებით, მექანიზმი ამ სამი მიმართულებით ინერგება დისციპლინური პასუხისმგებლობის გზით.

”არავითარი დროებითი, საგანგებო, კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი პროცესი არ იქნება. იქნება მხოლოდ მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის დაქვემდებარების მექანიზმი, უფრო დახვეწილი, რაც  საშუალებას იძლევა ამოიცნონ ყველა საკითხი და სათანადო რეაგირება მოახდინონ სასამართლოების დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის დაზარალების გარეშე. ”- აღნიშნა ჰაკობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button